Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
Civil.ge
13 October 2017, 20:05


პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, 13 ოქტომბერი, 2017. ფოტო: facebook.com/parliamentgeo/

საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და 117 ხმით   საკონსტიტუციო ცვლილებების პირვანდელი ვერსია დაამტკიცა.  

დეპუტატებს მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ, გააცნო. მან ხაზი გაუსვა, რომ წარმოდგენილი შენიშვნები როგორც მმართველ პარტიასთან გამართული კონსულტაციის, ისე პრეზიდენტსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული კონსენსუსის შედეგია. 

„ეს ისტორიული ვითარება იძლევა შანსს, რომ ერთპარტიული კუთვნილებიდან კონსტიტუცია გადაიქცეს მთელი პოლიტიკური სპექტრის, საქართველოს ამომრჩევლების კონსტიტუციად“, - აღნიშნა ანა დოლიძემ და დეპუტატებს პრეზიდენტის წინადადებების გაზიარებისკენ მოუწოდა. 

ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ვეტოს დაძლევის გეგმის შესახებ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადეს. მათ თავიდანვე განმარტეს, რომ არ დაუჭერდნენ მხარს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, თუ მარგველაშვილი მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას, ასევე - პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნებას მოითხოვდა. თუმცა, ამ საკითხებთან ერთად, პრეზიდენტმა მმართველ გუნდს ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმება, 2020 წლისათვის საარჩევნო ბლოკების ერთჯერადი დაშვება, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსა და რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული ნორმების შესწორება შესთავაზა. 

2020 წლიდან პარლამენტის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე ქართული ოცნების უარმა საპარლამენტო ოპოზიციის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. 

„ეს არის ანტისახალხო კონსტიტუცია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ავტორიტარული სისტემის ფორმირებას. ეს არის დოკუმენტი, რომელსაც არა ჰყავს მხარდამჭერი გარდა ერთადერთი პარტიისა“, - განაცხადა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ. „ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ასეთი ძალადობრივი გზით კონსტიტუციის მიღებას და არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას“, - დასძინა მან.

მმართველი გუნდი ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა, სერგო რატიანმაც, გააკრიტიკა. მან, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ოთხი წლით გადავადების გამო, ქართული ოცნება ამომრჩევლის, პოლიტიკური სპექტრის და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა, ასევე ახალი კონსტიტუციის ცალკეული ნორმებიც გააკრიტიკა.  „ეს არის მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესზე მორგებული და კრიზისების შემქმნელი კონსტიტუცია“, - აღნიშნა რატიანმა. 

ევროპული საქართველოს წევრებმა პროტესტის ნიშნად ასევე გამოფინეს ბანერი, წარწერით - „ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია“. 


ფოტო: კადრი პარლამენტის სხდომის ვიდეოტრანსლაციიდან

კენჭისყრის ჩატარებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, კიდევ ერთხელ ისაუბრა ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე და განაცხადა: „ჩვენ ამ ცვლილებებით ვნერგავთ სრულიად ახალ საკონსტიტუციო ტრადიციას და სრულიად ახალ საკონსტიტუციო კულტურას, რაც გულისხმობს იმას, რომ ცვლილებები შედის არა მმართველი პარტიის სუბიექტური პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად, არამედ პირიქით. პირველად ხდება საქართველოში ის, რომ შედის ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლითაც მმართველი ძალა იუარესებს საკუთარ სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს და ეს კეთდება იმისთვის, რომ გაძლიერდეს ქართული დემოკრატია, გაძლიერდეს დემოკრატია საქართველოში“.  

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 26 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო. 9 ოქტომბერს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცვლილებებს ვეტო დაადო და კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს დადებას წინ უძღოდა პრეზიდენტის მიერ ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციები, ასევე ვენეციის კომისიის მიერ საბოლოო დასკვნის გამოქვეყნება.

ამავე თემაზე

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო დაადო
ვენეციის კომისიის საბოლოო მოსაზრება საქართველოს კონსტიტუციის პროექტზე 
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს დასადებად ემზადება
პრეზიდენტი მმართველ გუნდს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით 4 ოქტომბერს შეხვედრას სთავაზობს

პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს მის წინადადებაზე კონსულტაციის გამართვას სთავაზობს 
ახალი კონსტიტუციის ძირითადი პუნქტები 
პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო 
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ოთხი ფრაქცია კონსტიტუციას მხარდაჭერას უცხადებს 
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების წინააღმდეგ გამოდის 
ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის პროექტის შესახებ 
საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული პროექტი მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გადახედვის ინიციატივით გამოდის
არასამთავრობოები მოუწოდებენ ქართულ ოცნებას კონსტიტუციის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდოს
ათი ოპოზიციური პარტია ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე განცხადება გააკეთა 
ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ოპოზიციასთან კონსულტაციებს წყვეტს 
ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე დიალოგის განსაახლებლად ხელისუფლებას პირობებს უყენებენ
ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა განაახლეს
ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის ინიციატივით გამოდის
ვენეციის კომისიის ორგანიზებით მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეხვედრა შედგება
რელიგიური გაერთიანებები: ახალი კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლების „გაუმართლებელი შეზღუდვის“ საფრთხეს წარმოშობს
საქართველოში მოქმედი არასამთავრობოები ღია წერილით მიმართავენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს
მოგერინი: ვწუხვართ საკონსტიტუციო ცვლილებებზე „კონსენსუსის ნაკლებობის გამო“
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე დიალოგის განახლების შეთავაზებით გამოდის
პრემიერ-მინისტრი: ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის გაგრძელებისთვის მზად არის
ოპოზიცია ხელისუფლებას დიალოგს სთავაზობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე
არასამთავრობოები: საქართველოს დემოკრატიული მომავალი საფრთხეშია 
პარლამენტმა სადავო საკონსტიტუციო ცვლილებები პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო
ვენეციის კომისია საქართველოს ახალი კონსტიტუციის შესახებ
მარგველაშვილი და კობახიძე საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 
არასამთავრობოები: პარლამენტმა ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს
ბიზნესგაერთიანებები, არასამთავრობოები გადასახადების ზრდაზე შეზღუდვების მოხსნას ეწინააღმდეგებიან 
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისება აიკრძალება 
არასამთავრობოები და პოლიტიკური პარტიები კონსტიტუციის პროექტზე საპარლამენტო განხილვების გადადებისკენ მოუწოდებენ 
უსაფრთხოების ექსპერტები საკონსტიტუციო ცვლილებების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ
კონსტიტუციის პროექტზე საპარლამენტო განხილვები იწყება

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი